ამერიკის შეერთებული შტატები ირანისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებულ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, აშშ-ში აღნიშნული გადაწყვეტილება ირანის მიერ კვირას ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო მიიღეს.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ წერილში წერია, სენატორები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ირანის ხელისუფლებამ დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობა უნდა შეწყვიტოს.
"ირანის ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს საკმარისი ზეწოლა რომ შეწყვიტოს დიდი დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობა, ტერორისტული ჯგუფების დაფინანსებას და ბალისტიკური რაკეტების გამოცდებს",_წერია წერილში.