საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური კურსი დაადგინა. ახალი კურსის მიხედვით, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ხვალ 1 აშშ დოლარი 2.7052 ლარი ეღირება. დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.7090 ლარს შეადგენდა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9243 ლარი იქნება. დღეის მონაცემებით კი, მისი ფასი 2.9227 ლარს შეადგენდა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved