კოლუმბიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს დიეგო ლეონ ოსორიოს ბრალი ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობაში ედება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოსარიოს საცვლებში დამალული 1 კილოგრამზე მეტი კოკაინის ესპანეთში გადატანაში ადანაშაულებენ.
როგორც ცნობილია, ოსორიო კოლუმბიის ქალაქ მედელინში საერთაშორისო აეროპორტში ოქტომბერში დააკავეს.
მაუწყებლის ცნობით, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ოსორიოს 12 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
როგორც ცნობილია, დიეგო ლეონ ოსორიო 1991 წელს კოპა ამერიკაზე კოლუმბიის ეროვნულ გუნდში თამაშობდა, ხოლო 1993 წელს ბარსელონა ოლიმპიკში.
მას ასევე ნათამაშები აქვს Atletico Nacional, Santa Fe-სა და Medellin-ში.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ საქველმოქმედო მატჩებში მონაწილეობს და მედელინის გარშემო სასტუმროებს მართავს.