"გაგრძელდება ინტენსიური კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგებთან, რათა არ გახორციელდეს მისი ძებნის ინიციატორი სახელმწიფოსთვის გადაცემა", _ აღნიშნულია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებში.
მთავარი პროკურატურის განცხადებით, საქართველოს პროკურატურის მიერ უკრაინელ კოლეგებს მიეწოდათ ყველა შესაბამისი ინფორმაცია გიორგი ცერცვაძის შესახებ და განმარტება მისი ძებნის ინიციატორი მხარისთვის გადაცემის მიზანშეუწონლობის თაობაზე,
"გუშინ, საქართველოს პროკურატურის ინიციატივით, საქართველოს მოქალაქის, გიორგი ცერცვაძის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის მიზნით დაკავებასთან დაკავშირებით განხორციელდა კომუნიკაცია უკრაინის პროკურატურასთან. საქართველოს პროკურატურის მიერ უკრაინელ კოლეგებს მიეწოდათ ყველა შესაბამისი ინფორმაცია გ. ცერცვაძის შესახებ და განმარტება მისი ძებნის ინიციატორი მხარისთვის გადაცემის მიზანშეუწონლობის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქის რუსეთის მხარისთვის გადაცემით დაირღვევა გიორგი ცერცვაძის ძირითადი უფლებები. საქართველოსა და უკრაინის პროკურატურებს შორის, ასევე, მოხდა შეთანხმება აღნიშნულ საკითხზე მომავალშიც აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ.
საქართველოს პროკურატურის მიერ გიორგი ცერცვაძის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირებასთან დაკავშირებით გაგრძელდება ინტენსიური კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგებთან, რათა არ გახორციელდეს მისი ძებნის ინიციატორი სახელმწიფოსთვის გადაცემა", _ აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
.