47 წლის ჯენიფერ ლოპესმა ოფიციალურად განაცხადა, რომ დაშორდა 29 წლის მეგობარ მამაკაცს, კასპერ სმარტს.
ამასთან დაკავშირებით მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ ლოპესმა შეყვარებული სახლიდან ღალატის გამო გააგდო.
ლოპესის მეგობრები კი აღნიშნავენ, რომ სმარტი მასთან ერთად არ დაესწრო ერთ-ერთ საქველმოქმედო ღონისძიებას, რაც ვარსკვლავმა შეურაცხყოფად მიიღო.
ჟურნალი "People" წერს, რომ კასპერ სმარტი დიდხანს ცდილობდა აღედგინა ურთიერთობა ლოპესთან, მაგრამ უშედეგოდ.