ავსტრალიაში, ბრისბანში 20 წლის მსახიობს, რომელიც ჰიპ-ჰოპ ჯგუფის, Bliss n Eso-ს მუსიკალური ვიდეოს გადაღებაში მონაწილეობდა, ბარში ესროლეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ვიდეო გადამღები ჯგუფი პოლიციასთან საქმის გამოსაძიებად თანამშრომლობს,“_ამბობენ ჯგუფის მმართველები.
როგორც ცნობილია, შემთხვევის დროს ბარში ჯგუფის წევრები არ იმყოფებოდნენ.
პოლიციის განცხადებით, სროლის შედეგად ბარში მყოფი სხვა არცერთი პიროვნება არ დაშავებულა.
შემთხვევას ბარში იატაკის ხელოსანი შეესწრო, რომელიც სროლის დროს მუშაობდა.
"დაახლოებით 3 გასროლა იყო, ხოლო 5 წუთის შემდეგ პოლიცია მოვიდა",_ამბობს ის.