ეროვნული ბიბლიოთეკა და მოძრაობა #ეკვილიბრიუმი მატარებლებში ბიბლიოთეკებს სრულად მოამარაგებს _ ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, შეიქმნება ელექტრონული ბაზა, სადაც გაიგებთ თუ რომელ მარშრუტზე რომელი წიგნის წაკითხვა შეგეძლებათ.
_ გექნებათ მითითების შესაძლებლობა რა ტიპის ლიტერატურას ისურვებდით, _ წერს კეკელიძე სოციალურ ქსელში.