პერის ჰილტონს „ქურდობის“ გამო თავის დროზე ბრალი წაუყენეს: მან ერთ-ერთი საიუველირო ფირმისაგან იჯარით აიღო 60 000 დოლარის ღირებულების სამკაული ექვსი თვით, როცა იჯარის დრო გავიდა, ლამაზმანს, უბრალოდ ,"დაავიწყდა" სამკაულის დაბრუნება.
ვაინონა რაიდერი 2010 წელს ცდილობდა ბევერლი-ჰილსზე მდებარე მაღაზიიდან 5 000 დოლარის ღირებულების ტანსაცმლის გამოტანას. შედეგად: სამი წელი გამოსაცდელი ვადა, ჯარიმა, საზოგადოებრივი საქმიანობა და მსოფლიო "აღიარება".
ლინდსი ლოჰანი_ ყველაფერს ასწრებს: სვამს, ეწევა, დებოშს ტეხს და ქურდბაცაცობს. გოგონა რეგულარულად არის ბრალდებული საიუველირო ნივთების მოპარვაში.
ქეით პერი _ მას ისე მოსწონს სასტუმროს ბალიშები, რომ ყველა სასტუმროს დატოვებისას თითო ბალიშს იპარავს.
უმა თურმანი ერთობა იმით, რომ მაღაზიიდან გამოსვლისას ყოველთვის "ხელს გამოაყოლებს" ფანქრებს. ამასთან, ვარსკვლავი სულაც არ ცდილობს ეს ფაქტი დამალოს.