ჟურნალ "Hello"-ს მკითხველმა, ანჯელინა ჯოლი ყველაზე ელეგანტურ ქალბატონად დაასახელა. ცნობილ მსახიობს, როგორც მსოფლიოს ყველაზე ელეგანტურ ქალბატონს, მკითხველთა 40 პროცენტმა დაუჭირა მხარი.
მეორე ადგილს 27 პროცენტით დანიის პრინცესა მერი იკავებს. მესამე ადგილი კი ქეით მიდლტონს ხვდა წილად.
აღსანიშნავია, რომ გასული ორი წლის მანძილზე, პრინც უილიამის მეუღლე, ჰერცოგინია კეტრინი ყველაზე ელეგანტური ქალბატონების სიის სათავეში იდგა, თუმცა ამჟამად "Hello"-ს მკითხველის გადაწყვეტილებით, პირველობა ბრედ პიტის ყოფილ მეუღლეს ხვდა წილად.