საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაის დელეგატებს ვაშინგტონიდან მიმართა:
„გილოცავთ! ივანიშვილისეული გეგმა ნაციონალური მოძრაობის "გაქოცების" და ნაციონალური მოძრობის ჯიბეში ჩასმის, ჩაიფუშა. ეს არის მისი პირველი მარცხი 2012 წლის შემდეგ. დიახ, ქართველი ერი არის განსაკუთრებული ერი და ნურავინ ცდილობს, "გაგვაბანძოს".
თქვენ ვერ გათქმევინათ უარი იდეალებზე, ივანიშვილი ვერასდროს ვერ გაიგებს თუ რა არის ნაციონალური მოძრაობა, მის ტვინამდე ვერასდროს მივა, თუ რა გვამოძრავებს. გვჯეროდა იმის, რაც არც ფულით იყიდება და არც ტყვიით ჩერდება, ვიყავით ოპოზიცია, გავხდით ხელისუფლება, გავხდით ოპოზიცია, ისევ მზად ვართ დავიბრუნოთ ხელისუფლება“, _ განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს.
ყრილობას, როგორც დაგეგმილი იყო, 7 000-მდე დელეგატი ესწრება.