არსებული ინფორმაციით, იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, მანდატურმა სკოლის მოსწავლე გააუპატიურა. ადგილობრივების ინფრომაციით, მანდატური 40 წლისაა და რამდენიმე წელია სკოლაში მუშაობს, დაზარალებული კი 15 წლის და ის ერთი წლის წინ გადავიდა ამ სკოლაში.
მომხდარს ადასტურებენ განათლების სამინისტროშიც, თუმცა განმარტავენ, რომ გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია. . უწყების ცნობით, მანდატური უკვე გათავისუფლებულია სამსახურიდან და მიმდინარეობს გამოძიება.
შსს-მ საქმე 140-ე მუხლით (სქესობრივი კავშირი ან სექსუალური სხვაგვარი მოქმედება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან) მუხლით აღძრა, რომელიც 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: პირველი რადიო