გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს უმეტეს რაიონებში ძირითადად, წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან ცივი და ნოტიო მასების გავრცელების გამო დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, მთაში _ თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა +4, +9 გრადუსი იქნება.
20 იანვარს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი, ნალექიანი და ნისლიანი ამინდი.
22 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე კვლავ მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, იქროლებას დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.