ინდოეთში სკოლის ავტობუსი, რომელშიც მოსწავლეები იმყოფებოდნენ სატვირთო მანქანას შეეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 მოსწავლე დაიღუპა, ხოლო 45 დაშავდა, რომელთაგან 14 კრიტიკულ მდგომარეობაშია.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ნარენდა მოდი გამოეხმაურა.
„ვწუხვარ მომხდარი ტრაგედიის გამო“,_ამბობს პრემიერი.
პოლიციის განცხადებით, ავარიის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის დადგენილი არ არის.
როგორც ცნობილია, ინდოეთში ავტო საგზაო შემთხვევები ხშირია.
მაუწყებლის ინფორმაციით, 2015 წელს ავტო საგზაო შემთხვევებმა 146 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.