სირიის ტერიტორიაზე, სირიის კონფლიქტში სხვადასხვა მხარეს მდგომმა რუსეთმა და თურქეთმა ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ პირველი ერთობლივი ავიაიერიშები განახორციელეს.
ავიადარტყმები ტერორისტების ობიექტებზე 9 რუსულმა და 8 თურქულმა მოიერიშემ მიიტანა.
სწორედ ეს ორი ქვეყანაა სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების ორგანიზატორი, რომელიც 23 იანვარს ყაზახეთში გაიმართება.