ბრიტანული მასმედიის ცნობით, პოპულარულმა სუპერმოდელმა ქეით მოსმა „ყველაზე კარგად ჩაცმული ქალის“ ტიტული მოიპოვა.
კოკაინის გამოყენებაში ბრალდებები, რის გამოც მოსმა მრავალმილიონიანი კონტრაქტები დაკარგა ტანსაცმლისა და პარფიუმერიის მწარმოებლებისგან, მისი პოპულარობისთვის ზიანის მომტანი არ აღმოჩნდა. ბრიტანელ ქალებს ისევ მის სტილში ჩაცმა სურთ.
მეორე ადგილზე მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი გავიდა, მესამეზე ასევე მსახიობი სიენა მილერი აღმოჩნდა, მეოთხეზე – მომღერალი გვენ სტეფანი, ნიკოლ კიდმანი კი საპატიო მეხუთე პოზიციას დასჯერდა.
ყველაზე უკეთ ჩაცმული ქალების პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ ანჯელინა ჯოლი, კირსტენ დანსტი, ჯენიფერ ენისტონი, კაირა ნაიტლი და ვიქტორია ბექჰემი.