ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 23 იანვრიდან განახლდება.
სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ინფორმაციით, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე ბაგა-ბაღებში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები, სპეციალური ხსნარით შეიწამლება და დამუშავდება სააღმზრდელო ჯგუფების ოთახები, საძინებლები, სამზარეულო და სველი წერტილები.
ცენტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღიური რაციონის ენერგეტიკული ღირებულების გათვალისწინებით, ბაღებში დილის წახემსებას დაემატა ბანანი და იოგურტი, ხოლო მცენარეული წარმოშობის კარაქი შეიცვალა ძვირადღირებული, ნატურალური და ცხოველური წარმოშობის კარაქით, ასევე, რაციონს დაემატა ძვირადღირებული თევზი.