https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ერთად შევაჯამოთ 2016 _ აპირებს თუ არა ზაზა ურუშაძე მეორე ვადით კენჭისყრას

15:01; 17.01.2017
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე გურიის მუნიციპალიტეტის გამგებლებს შორის ყველაზე მეტად ხდება ოპონენტების კრიტიკის ობიექტი. რა არის ამის მიზეზი, იღებს თუ არა გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად, რომელი დაპირებები ვერ შეასრულა, აპირებს თუ არა მეორე ვადით კენჭისყრას _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ზაზა ურუშაძე "გურია ნიუსთან" გასული წლის შემაჯამებელ ინტერვიუში საუბრობს.

_ ბატონო ზაზა, 2016 წლის შეჯამებით დავიწყოთ _ რით იყო გამორჩეული გასული წელი ლანჩხუთისთვის?

_ 2016 წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი და წარმატებული წელი იყო ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი დაიწყო. მათ შორის, არის გარდამავალი პროექტებიც, რომლებიც მიმდინარე წელს დასრულდება. ბევრჯერ მითქვამს და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო _ ჩემთვის პრიორიტეტი საბავშვო ბაღებია და მომავალი თაობის კეთილდღეობისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ამ მიმართულებით 21 პროექტი გახორციელდა. აშენდა 5 ახალი ბაღი: ჯურუყვეთში, ღრმაღელეში, ქვიანში, გაგურში, მაჩხვარეთში. სრულად რეაბილიტირდა 10 საბავშვო ბაღი, 9-ს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 1 481 218 ლარი შედგინა. წელს შენდება ორი ახალი ბაღი ნიგოითსა და ლესაში, ასევე, რეაბილიტაცია უტარდება შუხუთის საბავშვო ბაღს და ამისთვის 1 მლნ. 354 717 ლარი დაიხარჯება.

მნიშვნელოვანი სამუშაოები წარიმართა გაზიფიცირების კუთხით _ ამ ეტაპისთვის სრულად დასრულებულია ქალაქ ლანჩხუთის და გვიმბალაურის ადმინისტრაციული ერთეულის გაზიფიცირება. გაზიფიცირებულია მაჩხვარეთის ადმინისტრაციული ერთეულიც _ დარჩენილია მხოლოდ ერთი უბანი (60 ოჯახი). გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა შუხუთში და საპროექტო სამუშაოები იწყება ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2017 წლისთვის დაგეგმილია გაზსადენის დაპროექტება აცანასა და აკეთში.

2016 წელს დაიწყო და მომავალშიც გაგრძელდება გზების, ქუჩებისა და სკვერების აღდგენა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ჯაპანიდან გრიგოლეთამდე მიმდინარეობს ავტობანის მშენებლობა, რაც 40 კმ.-ს მოიცავს. გზების მშენებლობა–რეაბილიტაციის სამუშაოებზე დაიხარჯა 6 655 749 ლარი. დაიგო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 19 კმ. სიგრძის ქუჩებს. აღსანიშნავია, რომ ბევრ მთიან სოფელში, მაგალითად, აცანა-აკეთი-მამათში შიდა გზების უქონლობის გამო ბევრი პრობლემა გვქონდა, ამ ეტაპისთვის ეს პრობლემა აღარ არსებობს, რადგან სამივე სოფელში გაკეთდა რკინა-ბეტონის გზა. მოასფალტდა ქალაქ ლანჩხუთის თითქმის ყველა ქუჩა. როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში მოეწყო ბეტონის სანიაღვრე არხები, დამონტაჟდა გარე განათებები; აშენდა და რეაბილიტირდა 32-მდე დიდი და მცირე ხიდი, რისთვისაც დაიხარჯა 1 178 269 ლარი. სუფსაში აშენდა ახალი სკვერი, ღირებულებით 212 777 ლარი. მიმდინარეობს ქალაქ ლანჩხუთის ცენტრის კეთილმოწყობა და რეაბილიტაცია, რისთვისაც გამოყოფილია 708 888 ლარი. პროექტი გარდამავალია და მის ფარგლებში მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე სკვერის რეაბილიტაცია, სადაც აშენდა ახალი ფერადი შადრევანი. ასევე, პროექტი ითვალისწინებს ცენტრალური სკვერისა და ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ყველა პატარა სკვერის რეაბილიტაციას _ დაიგება ტროტუარები, ბორდიურები, რამდენიმე ადგილას უკვე გაკეთდა და დამატებით კიდევ მოეწყობა პანდუსები, გაკეთდა ავტოსადგომი, კეთილმოეწყობა გაზონები. გარდა ამისა, ბოლო წლებში

სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩასატარებლად მთავრობის სხვადასხვა განკარგულებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გახორციელდა 12 მლნ. 555 232. აღნიშნული თანხით ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყო გაბიონები და ა. შ.

ვფიქრობ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომლებიც ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კუთხით არსებობს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი სულ 2 021 ადამიანია; აქედან საარსებო შემწეობის მიმღებია 1 881 ადამიანი, ხოლო 140 – სამ და მეტშვილიანი ოჯახი, რომელიც ყოველთვიურად 150 ლარს იღებს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან 800-მდე ბენეფიციარზე ამ დროისთვის გაცემულია 201 000 ლარი. 2013-2016 წლის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებზე გაცემულია 1 820 964 ლარი.

ქირით უზრუნველყოფილია 34 უსახლკარო ოჯახი, ანუ ამ ეტაპისთვის მუნიციპალიტეტში უსახლკარო ოჯახები არ არიან.

ასევე, მნიშვნელოვანია ის სამუშაოები, რომლებიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მელიორაციის კუთხით ტარდება. 2016 წლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაციის" მიერ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გახორციელდა სამელიორაციო სისტემების 3 სარეაბილიტაციო პროექტი ჯამური ღირებულებით 1 326 851 ლარი. აღნიშნული პროექტების ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა დედაბერა-ნიგვზიანის მაგისტრალურ დამშრობ არხს, დედაბერა-ნიგვზიანის და მთისძირა არხზე ჰიდროტექნიკური ნაგებობებს და მდინარე ფიჩორას გასწორხაზოვნებული მონაკვეთების რეაბილიტაციის პირველი ეტაპის ფარგლებში საპროექტო პროფილის და მასზე მოწყობილი ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს. შედეგი: 770 ჰექტარი მიწის ფართობის დაშრობა.

აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 48,5 კმ. სადრენაჟე არხს. ტექნიკური ექსპლოატაციის ფარგლებში გაიწმინდა/მოწესრიგდა 121 კმ. სამელიორაციო არხი. სულ შეკეთდა 52 ერთეული სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობა.

მიმდინარეობს მდინარე ფიჩორას გასწორხაზოვნებული მონაკვეთების საპროექტო პროფილის და მასზე მოწყობილი ჰიდროტექნიკური ნაგებობების რეაბილიტაციის მეორე ეტაპი. პროექტი, რომლის ღირებულებაა1 272 464 ლარი, 2017 წელს დასრულდება.

გასულ წელს ინვესტიციის კუთხით მნიშვნელოვანი სიახლე გვქონდა. კომპანია "sustaine energy a/s"-ის დირექტორმა ჯესპერ იორგანსონმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სანერგე მეურნეობა მოაწყო _ 40 ჰა მიწის ნაკვეთზე ალვის ხის ნერგები დაირგო. ინვესტორი ლანჩხუთში 321 ჰა-ზე ალვის ხის გაშენებას გეგმავს. დასაქმებულია 35 ადგილობრივი მცხოვრები..

_ ბატონო ზაზა, საკმაოდ დიდი ჩამონათვალია. თუმცა, მთელი წლის განმავლობაში იყავით ოპენენტების კრიტიკის საგანი _ ყველაზე ხშირად გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღებაში გადანაშაულებდნენ. გუნდურად არ მუშაობთ?

_ არ ვიცი, ვინ მადანაშაულებს და რატომ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩემს გვერდით არიან ადამიანები, რომლებთან ერთადაც ვიღებ გადაწყვეტილებებს. ასე იყო დღემდე და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

_ საკადრო გადაწყვეტილებაზე როცა ვსაუბრობთ, არ შეიძლება თქვენი ყოფილი მოადგილის ვახტანგ ზენაიშვილის გათავისუფლება არ გავიხსენოთ, რომელიც სასამართლომ გაამართლა და მისი თანამდებობაზე აღდგენაც დაგავალათ. თუმცა, თქვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ დრომდე არ ასრულებთ…

_ სასამართლო გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ვახტანგ ზენაიშვილის მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მისი აღდგენის ვალდებულება მუნიციპალიტეტს არ ჰქონია. ჩვენ დაგვევალა გადაწყვეტილების მიღება საქმის გარემოებათა დამატებით მოკვლევის საფუძველზე. თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ბატონმა ვახტანგმა თანამდებობისთვის შეუფერებელი პროფესიული უნარ-ჩვევები გამოავლინა. რაც გახდა მისი გათავისუფლების საფუძველი. სასამართლო გადაწყვეტილება ჩვენს მიერ შესრულებულია.

_ ეს "შეუფერებელი" საქციელი სასამართლოსთვის არ იყო არგუმენტი. რას უწოდებთ "შეუფერებლს"?

_ მოსახლეობასთან ჰქონდა კონფლიქტი და ამის მტკიცებულებაც გვაქვს.

_ თუ მტკიცებულება გქონდათ, სასამართლოზე რატომ არ წარადგინეთ?

_ ახლა წარვადგენთ. კანონი არ გვავალდებულებდა, რადგან იქ გარკვევით წერია, რომ გამგებელს უფლება აქვს, გაათავისუფლოს სამსახურის უფროსები და მოადგილეები. სასამართლომ ეს არ მიიღო და მოგვთხოვა საფუძველი, რომელიც ახლა დავწერეთ.

_ ახლა დაწერეთ?

_ ჰო, ეს ფაქტები გვქონდა, მაგრამ სასამართლოში არ წარგვიდგენია.

_ თქვენი ოპონენტები იმასაც ამბობენ, რომ პარტიულ აქტივისტებს აქტიურად ასაქმებთ საჯარო სექტორში. მათი მატება განსაკუთრებით ააიპ-ებში იგრძნობდა. ჩვენს გვაქვს სტატისტიკა, საიდანაც მტკიცდება, რომ წინასაარჩევნო პერიოდში შტატები განსაკუთრებულად მატულობს. არადა, "ნაციონალურ მოძრაობას" "ქართული ოცნება" სწორედ ამაში ადანაშაულებდა, ამის გამო იჯდა ციხეში გიგი უგულავა…

_ მუნიციპალიტეტის ყველა თანამდებობაზე მუშაობენ კონკურსის წესით შერჩეული ადამიანები. გადახედეთ კომისიის შემადგენლობას და დარწმუნდებით, რომ პარტიული ნიშნით კონკურსანტების შერჩევა შეუძლებელია.

_ არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირებში კონკურსი როდის ჩაატარეთ?

_ კონკურსი მხოლოდ საჯარო სამსახურში ჩატარდა.

_ ეს ჩვენც ვიცით და ამიტომ გკითხეთ, თუ რატომ ზრდით შტატებს ააიპ-ებში?

_ შტატები არ გაგვიზრდია. ორი ახალი აიპ-ი შეიქმნა და იმან გამოიწვია შტატების მატება.

_ სტატისტიკა სხვა რამეს ამტკიცებს _ ბოლო 2 წელიწადში შტატების მატება ყველა აიპ-ში ფიქსირდება. ეს თვალშისაცემი განსაკუთრებით არჩევნების წინ ხდება…

_ ახლა შემცირებებს ვიწყებთ..

_ ლანჩხუთში საკმაოდ ყბადაღებული თემაა უხარისხოდ გაკეთებულ ობიექტები. ამას მხოლოდ თქვენი ოპონენტები არ ამბობენ. წლის მიწურულს საკრებულოში მოქმედმა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის წევრებმა ლანჩხუთის რამდენიმე ქუჩაზე მონიტორინგი განახორციელეს და იქ შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარისხი დაგიწუნეს…

_ ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების შემდეგ, ობიექტებს გამგეობაში შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი ამოწმებს. ამის შემდეგ იგზავნება ექსპერტიზაზე. თუ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში ფიქსირდება ხარვეზი, ამ ხარვეზის აღმოფხვრამდე ობიექტის ჩაბარება არ ხდება. შესაბამისად, უხარისხო ობიექტს არავინ ჩაიბარებს. გარდა ამისა, ყველა ობიექტს აქვს საგარანტიო ვადა და მიმწოდებელი ვალდებულია, ამ ვადაში გამოასწოროს აღმოჩენილი ხარვეზი.

_ ლანჩხუთის "გურია" თქვენი ერთ-ერთი "ტვირთია". მიუხედავად იმისა, რომ მილიონები დაახარჯეთ, გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდა. არც თქვენ მიერ ბევრჯერ დაანონსებული უცხოელი ინვესტორი გამოჩენილა.

_ ის, რაც მოხდა "გურიასთან" დაკავშირებით, ჩემთვისაც სამწუხაროა. მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთეთ, რის გაკეთებაც შეიძლებოდა. რაც შეეხება ინვესტორს, ველოდებით და ეს საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

_ ამ მოლოდინის რეჟიმში ლანჩხუთელებს დიდი ხანია ამყოფებთ. ეს "უახლოესი დღეები" როდის დასრულდება?

_ დღეს (საუბარი ჩაწერილია 12 იანვარს) მერაბ ჟორდანიასგან მივიღე წერილი, რომელშიც საუბარია, რომ იგი 19 იანვარს ჩამოვა საქართველოში და ლანჩხუთის "გურიასთან" დაკავშირებით დაწყებული მოლაპარაკებები, გუნდის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე, დასრულდება.

_ გუნდს მერაბ ჟორდანიას აძლევთ?

_ გუნდი აუქციონზე გადის მართვის უფლებით და ვინც იყიდის, მისი იქნება.

_ რამდენიმე წუთის წინ თქვით, რომ მერაბ ჟორდანიასთან აწარმოებთ მოლაპარაკებებს …

_ მერაბ ჟორდანიამ დიდი ხნის წინ გამოთქვა გუნდის შეძენის სურვილი, თუმცა, გადაცემის ფორმა ვერ მოვნახეთ. ამიტომ გაგვაქვს აუქციონზე, სადაც არავინ არ იცის, რა მოხდება. შეიძლება სხვამ იყიდოს _ ვნახოთ, ვინ რა პირობებს შემოგვთავაზებს.

_ ბატონო ზაზა, მართალია, წინა წლის ბიუჯეტი სეკვესტრს გადაარჩინეთ, თუმცა, ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ გაგიჭირდათ ბიუჯეტის შესრულება?

_ სულ ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში შესრულებულია 98,6%-ით. მათ შორის, შემოსავლის ნაწილში (კაპიტალურის ჩათვლით) 98,8%-ით. მინდა გითხრათ, რომ ბიუჯეტის ყველა ძირითადი ვალდებულება შესრულებულია.

_ მაგრამ ფაქტია, რომ პრობლემა გქონდათ…

_ 70 000 ლარი მიგვაკლდა მხოლოდ. გაჭირვებით კი მართლაც გაჭირდა _ ძალიან იყო "გაჭედილი".

_ 2017 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები როგორია?

_ 2017 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებია: ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპორტი, სკოლამდელი აღზრდა, კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.

_ წელს ამომრჩევლის გულის მოგებას ისევ ეცდებით? მეორე ვადით კენჭისყრას აპირებთ?

_ გასულ წელს მოსახლეობამ სერიოზული მხარდაჭერა გამოგვიცხადა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამომრჩევლის ნდობა გავამართლოთ. რაც შეეხება კენჭისყრას, ამასთან დაკავშირებით ოქტომბერში ვისაუბროთ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ამერიკელი სამხედროები რობოტ-ყუმბარებს გამოიყენებენ

ერაყში საბრძოლო ქმედებებმა 148 000 ადამიანი უსახლკაროდ დატოვა _ გაერო

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო

21:14; 17.09.2026
პოლიტიკა

კალაძე FARA-ს გამკაცრებაზე: ეს აბსოლუტურად გასაგებია მთელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე

21:11; 17.09.2026
პოლიტიკა

„რუსეთის მიერ ცხინვალის ანექსიის მცდელობა მიუღებელია“- ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფი

17:59; 17.09.2026
საზოგადოება

დმანისის სოფელ განახლებაში ცოფის გამო კარანტინი წესდება

17:46; 17.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 17.09.2026
ფინანსები

„ქომაგობა არ ჩერდება“ — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა

17:24; 17.09.2026
სამართალი

ლომბარდში თაბაშირისგან დამზადებული „ტელეფონის“ ჩაბარებას ცდილობდა-თაღლითობისთვის ერთი პირი დააკავეს

17:13; 17.09.2026
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

17:10; 17.09.2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

17:05; 17.09.2026
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა  სექტემბერი-ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია

15:34; 17.09.2026
საზოგადოება

ვადაგასული პრეპარატები და დარღვეული ეტიკეტირების წესი- ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმეს

15:20; 17.09.2026
პოლიტიკა

სახელმწიფო შესყიდვებში სიახლეები დაინერგა: რა იცვლება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

15:10; 17.09.2026
საზოგადოება

ნონა ქურდოვანიძე: სააგენტო მოსაჩვენებლად შეიქმნა — ახლა ამის საჭიროებაც აღარ დგას

14:41; 17.09.2026
საზოგადოება

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

14:15; 17.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – დისკომფორტია, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება ციხეში

13:38; 17.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო