BBC-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პოლიციამ, კიმ კარდიშიანის დაყაჩაღების საქმესთან დაკავშირებით დაპატიმრებული 3 პირი, ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლა.
როგორც ცნობილია, გათავისუფლებულ 3 პირს შორის არის მაიკლ მადარი, რომელიც პარიზში, მსახიობის პირადი მძღოლი იყო, ხოლო მის ძმას სამართალდამცავები ჯერ კიდევ კითხავენ.
როგორც ცნობილია, ფრანგმა სამართალდამცავებმა ქვეყნის მასშტაბით ორშაბათს კოორდინირებული რეიდების შედეგად 17 ადამიანი დააკავეს.
გავრცელებული ცნობით, ბიზნესმენი და მოდელი, კიმ კარდიშიანი, შეიარაღებულმა პირებმა, პარიზში, სასტუმროს ნომერში დააყაჩაღეს.
როგორც ცნობილია, მძარცველებმა 9 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცეს, მათ შორის, ბეჭედი, რომლის ღირებულებაც 4 მილიონ ევროს აღწევს.
ამავე თემაზე: