შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის დავალება მიღებულია და შსს-მ მუშაობა უკვე დაიწყო.
ამის შესახებ ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა და დასძინა, რომ მუშაობის შედეგები საჯარო გახდება.
"მუშაობა უკვე დავიწყეთ და დეტალურად მოგახსენებთ ამ მუშაობის შედეგებს თუ რა კეთდება, რა გაკეთდა დავალების შესაბამისად და ეს საჯაროდ გახდება ცნობილი თქვენთვის", _განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებსა და სხვადასხვა ობიექტებში არსებული კანონდარღვევებით დაინტერესება დაავალა.
პრემიერის თქმით, "იქ ხდება ქართველი, არასრულწლოვანი გოგონების ჩართვა პროსტიტუციაში".