"ნაციონალური მოძრაობის" ხულოს ორგანიზაციაში ამ წუთებში კონფერენციის დაწყებას ვერ ახერხებენ მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის წევრები. მიზეზი კი ისაა, რომ "ნაციონალი მოძრაობის" ხულოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა დეკანაძე ხულოში ასულ თანაპარტიელსა და პარტიის ადგილობრივ წევრებს ოფისის კარს არ უღებს.
_ ის ტელეფონს არ პასუხობს, ვესაუბრეთ აღმასრულებელ მდივანს რატიანს და დაგვპირდა, რომ დაელაპარაკებოდა დეკანაძეს. თუმცა, ჯერეჯერობით, არაფერი შეცვლილა. თუკი ოფისის კარს არ გაგვიღებენ, მოგვიწევს კონფერენციის ქუჩაში ჩატარება. ცოტა ხანს კიდევ დაველოდებით, _ განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ელგუჯა ბაგრატიონმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გუნდში მოიაზრება. რაც შეეხება კახა დეკანაძეს კი ის ბოკერიას გუნდში მოიაზრება.
ორგანიზაციის დღევანდელ კონფერენციაზე 20 იანვრის დელეგატები უნდა აირჩიონ. "ნაცმოძრაობის" ხულოს ორგანიზაცია კი ერთადერთია აჭარაში, რომელიც ბოკერიას მხარეს აღმოჩნდა და კონფერეციის ჩატარებას მხარს არ უჭერს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა დეკანაძე ამ დროისათვის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს