თქვენ ელოდებით, ხოლო ჩვენ ვმუშაობთ, _ ასეთი პასუხი გასცა ჟურნალისტს ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა. როგორც ელჩმა აღნიშნა, სამუშაო პროცესი გრძელდება და მის დასრულებამდე სულ ცოტა დარჩა.
„აღნიშნული პროცესი გრძელდება. ევროკავშირის ინსტიტუტები განაახლებენ მუშაობას ამ პროცესის დასასრულებლად. ჩვენ ამ პროცესის ბოლო სტადიაზე ვიმყოფებით. ასე რომ, როგორც ბრძანეთ, თქვენ ელოდებით, ხოლო ჩვენ ვმუშაობთ ამ პროცესის დასასრულებლად“, – აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია.