ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის არჩილ თალაკვაძის ბიუროს უფროსის თანამდებობას ლაშა ჭელიძე დაიკავებს, რომელმაც დეპუტატის თქმით, გამოცხადებულ კონკურსში ორივე ეტაპი წარმატებით გაიარა.
37 წლის ლაშა ჭელიძეს განათლება მიღებული აქვს ფინანსების, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სფეროებში.
ჭელიძე ამჟამად ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში მუშაობს.
სხვადასხვა დროს მუშაობდა ოზურგეთის #3 საჯარო სკოლასა და ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ფინანსური სამსახურის უფროსად. აქვს კერძო სექტორში, სამეწარმეო პროექტებში მუშაობის გამოცდილება.
ტრენინგები გავლილი აქვს მსოფლიო ბანკის, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და აგრარული უნივერსიტეტის პროგრამების ფარგლებში.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და 1 შვილი.