"მე ვერცერთ მხარეს ვერ დაგამშვიდებთ" _ წერს სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და ,,ჩამოთრეულები წაეთრიონს'' პასუხად "გურული დღიურების" მეორე ნაწილიდან ნაწყვეტს აქვეყნებს:
,,თბილისელი მხოლოდ ხოხობი იყო'' (ვინმემ რომ გვითხრას სხვა პლანეტიდან – ,,დედამიწელები მარტო ვენდობიონტები იყვნენ, ძმაო, 550 მილიონი წლის წინ'') – ერთი და იგივე კომპლექსის ორი გამოხატულებაა
. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: არ მგონია ,,ჩამოსულების'' ამხელა რეაქცია და ილია, აკაკი, ვაჟა და სხვების ,,ჩამოსულობის'' მოხმობით თავის დაცვა იყოს საჭირო.
არასდროს მიგრძვნია თავი ვინმეზე ნაკლებად დაბადების ადგილის, გეოგრაფიული არეალის მიხედვით და რაც მთავარია და ხშირად გამოგვრჩება – არც ის ადგილი მგონია რამეზე ნაკლები.
ყველგან სრულფასოვანი ვარ, ნიუ–იორკშიც და ზემო სურებშიც, რადგან ვიცნობ შოთა რუსთაველს, რომელმაც თქვა: ,,თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები''.