თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის საქმეში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავეს, – ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.
როგორც ცნობილი გახდა, ოთხი მათგანი იმ სკოლის კურსანტია, რომელშიც კარლოვის მკვლელი მევლუთ ალთინთაში სწავლობდა. მეხუთე ეჭვმიტანილი კი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის ფეტოს რიგებშია.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციის თანახმად, 19 დეკემბერს ანკარის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, თურქეთში რუსეთის ელჩზე თავდასხმა და მკვლელობა გიულენმა დაგეგმა.