შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული რატი გაჩეჩილაძე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 იანვარს თბილისში, რესტორან „დაინინგ რუმში“ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ტელეკომპანია რუსთავის 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას რესტორან დაინინგ რუმში თავს გუშინ დაესხნენ. ტელეკომპანიის დირექტორი, იქ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა:
ბოლო დღეების უძილობის და სტრესის გამო, იმდენად გაბრუებული ვარ, ვერც მოვასწარი რეაგირება და საერთოდაც ვერაფერს მივხვდი, სანამ იატაკზე არ გამოვფხიზლდი. ეგრევე გამოვიძახე პატრული. ირგვლივ კამერებია. თავდამსხმელების მაგიდაზე ყველაფერს მათი ანაბეჭდები აქვს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა ლევან გაჩეჩილაძის შვილმა მიაყენა:
"ცხადია, მისი მამის გარდაცვალების შესახებ არ ვიცოდი და არც შეიძლება მცოდნოდა. ადვოკატთან ერთად დღესვე, მე თვითონ გამოვცხადდები შესაბამის უწყებაში,“_ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც გაჩეჩილაძემ ფეისბუქით გაავრცელა.
ამავე თემაზე: ექიმების თქმით, ნიკა გვარამიას ქალატვინის დახურული ტრავმა აღენიშნება