მაკოლეი კალკინმა, რომელმაც სახელი ფილმების სერიით “მარტო სახლში” გაითქვა, ერთხელ თავის უმცროს ძმას საახალწლოდ პატარა კნუტი აჩუქა. ცხოველების მოყვარული გახლავთ ამერიკელი კინომსახიობი ჯინა დევისიც. მან თავის დროზე ფილმში “ თავზეხელაღებულთა კუნძული” ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. ამ მხატვრულ ნაწარმოებში მას პარტნიორობას უწევდა ერთი პაწია და სიმპათიური მაიმუნი. ჯინასა და მაკაკას ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდათ და ამ ფილმის მთავარმა რეჟისორმა პრიმადონას საახალწლოდ ალბათ მიხვდით, რომ ეს საყვარელი არსება უსაჩუქრა.
თუ სადღესასწაულო დღეებში მაკოლეისათვის და ჯინასათვის კარგი საჩუქარი, ნატურალისტ ჯერალდ დარელის თხზულებები იქნება, გატუტუცებული დიაცი, პერის ჰილტონისათვის საუკეთესო პრეზენტი ბრილიანტებით მოჭედილი რაიმე ნივთია. ამ უკანასკნელს თავის დროზე ერთი უკვდავი ფრაზა უკუთვნის, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ ქალიშვილების საუკეთესო მეგობრები სწორედ რომ ბრილიანტებია. პერისის უმანკოებაზე ვერაფერს მოგახსენებთ, ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ორი წლის წინ 31 დეკემბერს მას ბრილიანტებით მოოჭვილი ფეხსაცმელები მიართვეს.
გაგიგიათ რეპერ ლილ ბაუ ვაუს სახელი? მან თავისი თაყვანისმცემელი გოგონასაგან საახალწლოდ მიკი მაუსიანი მარგალიტის ძეწკვი მიიღო. მსახიობმა ბილი ზეინმა კი თავის დროზე მეგობარ მანდილოსანს, კელი ბრუქს, ასევე ბრილიანტიანი უძვირფასესი ყელსაბამი მიართვა.
მსახიობი მამაკაცების დიდი ნაწილი ავტომანქანებით არის გატაცებული. მათი გულების დაპყრობის პირდაპირი გზაც სწორედ რომ ოთხბორბლიანი გადაადგილების საშუალებებზე გადის. ჯორჯ კლუნი დღემდე განსაკუთრებული სიამოვნებით იხსენებს წინა ახალ წელს, როდესაც საჩუქრად 1959 წელს გამოშვებული „კორვეტი“ მიიღო. ეს მანქანა მსახიობს მამამ აჩუქა და თავის დროზე მაშინ შეუძენია, როდესაც კლუნის დედა გაიცნო.
ვიქტორია ბექჰემ-ადამსისამ, ძვირფას ფეხბურთელ მეუღლეს საახალწლოდ 300 ათასი ფუნტ სტერლინგად ღირებული „როლს როისი“ მიართვა. ვალში არც დევიდი დარჩენილა და ექს „სფაის გერლზს“ შოკოლადის მოსამზადებელი ავტომატი აჩუქა. ორივე ვარსკვლავურმა მშობელმა საკუთარი შვილებიც არ დაივიწყა. დედ-მამა ფულს ჩამოვიდა და ბიჭები კინგ-კონგის კოსტიუმებით გაახარა.
ნამდვილად გირჩევთ, რომ ჯიმ კერის დაუახლოვდეთ. მან გასულ წელს საკუთარ საძმოს რამდენიმე „პორშე“ ჩამოურიგა.
კინომსახიობი კაცების ერთი ნაწილი სულით ნორჩებად რჩებიან. მაგალითად, სათამაშო ჯარისკაცები ძალიან მოეწონს კალათბურთელსა და მსახიობს დენის როდმანს. პატარებისათვის განკუთვნილი საბრძოლო ავტომატებით კი სემუელ ლ. ჯექსონის გულს მოიგებდით. მას სახლში სათამაშო იარაღების მთელი არსენალი გააჩნია, რომელიც ძირითადად საახალწლო დღეებში მოაგროვა.
ნამდვილად რომ სერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას სტოვებს ნიკოლას კეიჯი., მაგრამ დღემდე ერთ პატარა ონავარ ბიჭად დარჩენილა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღნიშნა რომ მისი გატაცება ხის მანქანები და თოჯინებია. საკუთარ კოლექციაში კი საპატიო ადგილი იმ პინოქიოს უჭირავს, რომელიც შარშან მეუღლემ მიართვა. შეწუხებულები არიან ცნობილი მსახიობი, ფორესტ უითაკერის მეზობლები. ამ ადამიანს საახალწლო საჩუქრებად ფეიერვერკებისა და პეტარდების მიღება ჰყვარებია. ღამის თორმეტ საათზე თურმე ამ ასაფეთქებელ მასალას ერთად აგროვებს, გარეთ გამოდის, თავდავიწყებით აფეთქებს და მეზობლებსაც სიმყუდროვეს ურღვევს.
გაგიკვირდებათ, მაგრამ ჰოლივუდური ამქარის ზოგიერთი წარმომადგენელი მატერიალურ სიდუხჭირეს განიცდის და ახლობლებსაც შედარებით იაფფასიან საჩუქრებს უმზადებს. შერონ სტოუნი მეგობრებსა და ნათესავებს ლამაზად მოხატულ თეფშებს ჩუქნის. ტომ კრუზი, ჟარგონის ენაზე რომ აგიხსნათ დიდი “კრიჟანი” ვინმე ყოფილა და მხოლოდ მისალოცი ღია ბარათებით კმაყოფილდება. დევიდ ბექჰემს უბრალო საჩუქრების მიღება სიამოვნებს და ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ დიდი სიხარულითა და მადლიერებით ღებულობს ტაფებს ან ქვაბების ნაკრებებს.
ელტონ ჯონს დღემდე არ დავიწყებია იმ თვითმფრინავის კონსტრუქტორი, რომელსაც თავი და ბოლო ვერ გაუგო. შარშან „იოხუნჯა“ მსახიობმა კირსტენ დანსტმა, როდესაც შობის დღესასწაულზე, ერთ-ერთ დაქალს არც მეტი არც ნაკლები, ცოცხალი ლამა აჩუქა. მსახიობ ჰიზერ გრემს დღემდე საშინელ მოგონებად შემორჩა შეღებილი ქვიშის ნაკრები, რომელიც საახალწლოდ მიართვეს და რომელიც შემდეგ მდინარე ტემზაში გადააგდო.
ზოგჯერ მსახიობები საკუთარ თავს თვითონ ასაჩუქრებენ. როდესაც თავის დროზე ჯიმ კერი ამერიკის დასაპყრობად გაეშურა, თავს ათი მილიონი დოლარის ჩეკი გამოუწერა და პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რათა ეს ჩეკი რეალობად ექცია. მართლაც, 1995 წლის პირველ იანვარს, მან საკუთარი პერსონა უკვე ამ რაოდენობის ნაღდი თანხით დააჯილდოვა. ორი წლის წინ სკარლეტ იოჰანსონმა თავის თავს სერიოზული საჩუქარი გაუკეთა და ლონდონის პრესტიჟულ უბანში ძვირადღირებული აპარტამენტი შეიძინა.