სტამბოლში, ღამის კლუბში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ახალი წლის ღამეს მომხდარ თავდასხმაში უზბეკეთის ან ყირგიზეთის მოქალაქეა ეჭვმიტანილი, _ აღნიშნულ ინფორმაციას Reuters- ის ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ახალი წლის ღამეს, სტამბოლში, ბეშიკთაშის რაიონში მდებარე ღამის კლუბში, სადაც ახალ წელს აღნიშნავდნენ, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. კლუბში მოულოდნელად გახსნილი სროლის შედეგად დაღუპულია 35 და დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი.