“როცა პატარა ბიჭი ვიყავი ზღაპრების და სასწაულების მჯეროდა. მერე, ცოტა რომ გავიზარდე, ვიფიქრე, რომ სასწაულები მხოლოდ ზღაპრებში ხდება. ცოტა კიდე რომ გავიზარდე, ჩემი ზღაპრის შექმნა მე თვითონ დავიწყე და ის, რაც მიუღწეველი და ჯადოსნური სასწაული მეგონა, როგორც ვოცნებობდი – ისე ამიხდა. არ დაკარგოთ თქვენი ბავშვური, ზღაპრული სურვილები ! გჯეროდეთ, რომ ცხოვრება ერთი დიდი ზღაპარია, რომელსაც თქვენ თვითონ ქმნით. ახალი წლის ღამით კი, სიზმრებიდან გამოპარული თოვლის პაპა ნაძვის ხესთან დგას და ჩვენს ოცნებებს, სურვილებს ითვლის” _ ამბობს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, რომელიც მთელს საქართველოს ულოცავს 2017 წელს და ამბობს: „გჯეროდეთ, სასწაულები ჩვენს გვერდით ხდება!”
ამ სასწაულების ახდენა კახი კალაძემ, „გურია ნიუსთან“ ერთად, გურიიდან დაიწყო _ ჩვენი პროექტის „წერილი თოვლის ბაბუას“ ფარგლებში, ენერგეტიკის მინისტრმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაში მცხოვრებ 8 წლის გივი ბედინეიშვილს ნატვრა აუხდინა და საახალწლოდ მაცივარი გაუგზავნა.
წელს, „გურია ნიუსის“ და გურიის ახალგაზრდული გაზეთის „21-ს ქვევით“ დახმარებით საახალწლო ნატვრა 373 ბავშვს აუხდა.
ჩვენი ტრადიციული პროექტის მონაწილე „თოვლის ბაბუებმა“ და „ბებიებმა“ საჩუქრები ბავშვებთან პირადად მიიტანეს და პატარების სიხარულის თანამონაწილენი გახდნენ.
„გურია ნიუსის“ „მარხილის“ მოგზაურება ოზურგეთიდან დაიწყო…
სოფელ ნაგომარში მცხოვრებ საბა მამალაძეს ნანატრი ტელევიზორი „ენერგო პრო ჯორჯიამ“ გაუგზავნა; ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებ საბა მუმლაძეს ტელევიზორი ერგო დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძისგან; მის ძმას, ჯაბა მუმლაძეს ოცნება ქალაქ ოზურგეთის ბაღების გაერთიანებამ შეუსრულა და სათამაშოები, ტკბილეული და პროდუქტები მიუტანა; ჭანიეთში მცხოვრებ ქეთევან ცინარიძეს სარეცხი მანქანა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ მიუტანა და მის მძას ტელევიზორიც აჩუქა; ნაღობილევში მცხოვრებ ნინო დოლიძეს პლანშეტი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა კობალაძემ გადასცა;
ასევე ნაღობილევში მცხოვრებ თამაზ დოლიძეს დიდი ხნის ოცნება აუსრულა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ლელა ნაცვალაძემ და ჰუავეის ფირმის ტელეფონი მიუტანა; ჭანიეთში მცხოვრებმა ხუთმა და-ძმამ კაპანაძეებმა თოვლის ბაბუას თბილი ბოტები სთხოვეს. მათი წერილი ლატარიაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას ერგო და აასრულა კიდეც; სოფელ ასკანაში მცხოვრები ლუკა ხუციშვილის თოვლის ბაბუა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი კვერღელიძე იყო _ ლუკა, თოვლის ბაბუას იგალაციის აპარატს სთხოვდა;
ქალაქ ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლის ანა დონაძის სურვილის ასრულება, დახმარებოდა მის თანაკლასელებს _ ანას და დათას, წილად ქალაქ ოზურგეთის მერის მოადგილეს კობა დუნდუას ერგო; ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ დავით მეგრელიშვილი პლანშეტით ძალიან გაახარა და არც მისი ოჯახის წევრების დასაჩუქრება დავიწყებია; ვასო ლომჯარიას, რომელსაც 5 და-ძმა ჰყავს საწოლები სურდა _ მათი თოვლის ბაბუა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე გახლდათ; ნათია ბერაძის თოვლის ბაბუა ოზურგეთის ვიცე მერი ალეკო ბურჭულაძე იყო; ნაგომარში მცხოვრებ გიორგი ნოზაძეს და მის და-ძმებს სურვილი გენდერის მედიაცენტრმა აუსრულა;
სოფელ შრომაში მცხოვრებ თემურ აფარიანს სურვილები „გურია ნიუსის“ მეგობარმა თოვლის ბებიამ აუსრულა და ვინაობის გამხელაზე უარი თქვა.
ჩოხატაურში, სოფელ გუთურში მცხოვრები ბადრი გიორგაძის თოვლის ბაბუა, „ვისოლის“ ჩოხატაურის ოფისის მენეჯერი თემურ ჩხიკვიშვილი გახლდათ; ამავე სოფელში მცხოვრებ ლიკა კალანდაძეს სურვილი _ ჰქონოდა ტელეფონი, გურიის ყოფილმა გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ შეუსრულა; გუთურელ ანა ბერაძეს პლანშეტი ააიპ ბახმაროს დირექტორმა დავით საჯაიამ გადასცა; ამავე სოფელში მცხოვრებმა ბარბარე ჯინჭარაძემ პლანშეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკარებულოს წევრისგან, კოკა მდინარაძისგან მიიღო; ზურაბ თოლორდავას ნაძვის ხის სათამაშოები, ტკბილეული და პლანშეტი ჩვენი გაზეთის მეგობარმა გაუგზავნა და ვინაობის გამხელა არ ისურვა;
სოფელ ჯვარცხმაში მცხოვრებ ნუგზარ რამიშვილს მობილური ტელეფონი გაუგზავნა ჩვენი პროექტების ერთგულმა პარტნიორმა გია ცეცხლაძემ; გია ცეცხლაძისგან ტელეფონი ასევე მიიღო, დაბა ჩოხატაურში მცხოვრებმა დავით ბერძენიშვილმა.
სოფელ შუაფარცხმაში მცხოვრებ მარიამ თავართქილაძეს პლანშეტი შპს ავტოტექსერვისის დირექტორმა ერეკლე მრელაშვილმა გაუგზავნა; ამავე სოფელში ზურა ყარაჯაშვილის ოცნება „ლიბერთი ბანკმა“ აასრულა; სოფელ ფარცხმაში მცხოვრებ ლაშა ხარაბაძეს ტელევიზორი ძალიან უნდოდა _ მის მიერ გამოგზავნილი წერილი ლიბერთი ბანკს ხვდა წილად; სოფელ შუაფარცხმაში მცხოვრებ ლიზი კიკვაძის თოვლის ბებია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ კომისიის თავმჯდომარე მარინე ბერაძე გახლდათ; გოგოლესუბანში მცხოვრები მარი მირზაშვილს ოცნება ააიპ „მომავლის“ ანამშრომელმა ვარდო სიხარულიძემ და ჩვენი გაზეთის მეგობარმა ზურა კუკულაძემ აასრულეს;
ამავე სოფელში მცხოვრები ნია, გაბრიელ და მამუკა რამიშვილების თოვლის ბაბუა გურიის სამხარეო პოლიცის მთავარი სამმართველოს უფროსი კახა მურადაშვილი იყო, რომლებმაც პატარები ავტომატით, პლანშეტით და ავტომანქანით დაასაჩუქრა, ხოლო ოჯახის უფროსს წევრებს სურსათ-სანოვაგე და ტკბილეული გადასცა;
ჩოხატაურის პოლიციის უფროსმა ზურა მუჯირიშვილმა ნანატრი ოცნება შუასურებში მცხოვრებ გიორგი ტრაპაიძეს აუხდინა და მიუხედავად უგზოობისა, ველოსიპედი სახლში ფეხით მიუტანა; გოგოლესუბანში მცხოვრები ანზორ სიხარულიძე თოვლის ბაბუას პროდუქტებს სთხოვდა _ მისი სურვილის ასრულება ლატარიით ჩოხატაურის მუნიციალტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმდომარეს დავით გუდავაძეს ერგო, რომელიც სიხარულიძეებს დატვირთული ესტუმრა.
აღსანიშნავია, რომ ანზორის წერილი, რომელიც გაზეთშიც გამოქვეყნდა ჩოხატაურის პირველი საჯაროს სკოლის პირველკლასელებმაც წაიკითხეს (კლასის ხელმძღვანელი ირმა კუჭავა) და პატარა ბიჭს, რომელსაც ბებოს ტვირთვის შემსუბუქება სურდა პროდუქტები შეუგროვეს და გურია ნიუსის მარხილს გაატანეს.
ბუკისციხეში მცხოვრები მარიამ სიხარულიძის პლანშეტით გახარება წელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს მინდია ჟღერიას ხვდა წილად; შუაგანახლებაში მცხოვრები თინიკო და დოდო სიხარულიძეების ნატვრა _ ტელეფონი და თბილი ბოტები, თემურ ტყეშელიაძემ აასრულა;
დაბა ჩოხატაურში მცხოვრებ ცირა მეფარიშვილს პლანშეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ თამაზ ჯინჭარაძემ გადასცა; გიორგი შარაშიძის სურვილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ მაია პაიჭაძემ აასრულა; ლალუკა ნაჩარიანის თოვლის ბაბუა სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორი ზურაბ ჯინჭარაძე იყო; საბა ცინცაძის და მისი დაიკოს ნატვრა საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა აასრულეს; ნინი გიორგაძეს ტელევიზორი ვითიბი ბანკის ოზურგეთის ფილიალის ხელმძღვანელმა ბიძინა სალუქვაძემ გაუგზავნა; ჯვარცხმაში მცხოვრებ ლიზი ჯაოშვილს პლანშეტი ჩოხატაურის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა შეუძინეს; ამავე სოფელში მცხოვრებ დემეტრე დოლიძეს, რომელსაც დედისთვის ძალიან სურდა სარეცხი მანქანა ოცნება ლიბერთი ბანკმა აუხდინა;
ხიდისთავში მცხოვრები გიორგი გიგინეიშვილი თოვლის ბებია დეპუტატი ნინო წილოსანი იყო _ გიორგის სასკოლო ჩანთა სურდა; წილოსანმა ამავე სოფელში მცხოვრებ ალექსანდრე, ელენე და მარიიამ ლომთათიძეებიც გაახრა და მათ სათმაშოები, დივიდი და პლანშეტი მიუტნა; ნინია კალანადაძეს ენერგო პრო ჯორჯიამ გამოუგზავნა; ანა კალადაძეს ოცნება ჩოხატაურის სააღმზრდელო დაწესებულება მომავალის ხელმძრვანელმა ნინო ბრამიძემ აუსრულა; მარიამ მაღულარიას თოვლის ბაბუა საფეხბურთო კლუბ ბახმაროს დირექტორი დავით ჩხიკვაძე იყო; სოფელ გორაში მცხოვრებ გიორგი სირაძის სურვილი _ ჰქონოდა დიდი ნაძის ხე, სათამაშოები, ქუდი, კაშნი და პლანშეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა შეარსულეს;
სოფელ ახალშენში მცხოვრები მარიამ დუმბაძის თოვლის ბაბუა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლი ირაკლი კუჭავა იყო, რომელმაც მას პლანშეტი გადასცა; ამავე სოფელში მცხოვრებ ქეთი ცენტერაძეს სასურველი პლანშეტი ენერგო პრო ჯორჯიამ გადასცა;
ზენობანში მცხოვრებ თედორაძეების ოჯახს სარეცხი მანქანა ‘გურია ნიუსის“ მეგობარმა გაუგზავნა; სამებაში მცხოვრებ ნიკოლოზ ჯაშს ოცნება ლიბერთი ბაკმა აუხდინა; ლიბერთი ბანკის საჩუქარი ერგო ინტაბუთში მცხოვრებ ნიკა წიქარიძესაც; სოფელ ნაბეღლავში მცხოვრები ეკა კვაჭანტირაძე საწერ მაგიდას სთხოვდა თოვლის ბაბუას _ მისი ამ სურვილის ასრულება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაალ მამალაძეს ერგო.
ხევში მცხოვრებ ავთო მამალაძეს ნანატრი ველოსიპედი ჩოხატაურის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ზვიად მამალაძემ გადასცა; სოფელ ბჟოლიეთში მცხოვრებ რეზიკო ვაჩეიშვილს ლეპტოპი გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ მიუტანა;
ქვემოერკეთში მცხოვრებ ნინო რამიშვილს ტელეფონი შპს გზამშენი 18-ის დირექტორმა თემურ ჯახვამ გაუგზავნა; ამავე სოფელში მცხოვრები ნინო და მათე თედორაძეების სურვილი, ჩოხატაურის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსმა მანანა მინდაძემ აასრულა; ქვენობანში მცხოვრები ავთო ლომთათიძის ნატვრა _ ტელეფონი, კულტურის ცენტრის დიერქტორმა თამარ კეკელიძემ შეასრულა; დაბლაციხეში მცხოვრები მარიამ მდინარაძის სურვილი ჩოხატაურის საკრებულოს წევრმა ბაკურ შარაშიძემ აასრულა და მას პლანშეტი გადასცა; ამავე სოფელში მცხოვრებ ანანო თოდუას პლანშეტი სამეუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელმა შოთა ჩანტლაძემ და ნოდარ დუმბაძის სახლ-მეზეუმის თანამშრომლებმა შეუძინეს; მისი დას თოჯინა გურია ნიუსმა გაუზგავნა; მეწიეთში მცხოვრებ ანამარია კალანდაძეს პლანშეტი შპს ჩოხატაურის საგზაო სამმართველოს უფროსმა ლაშა გიორგაძემ შეუძინა;
ლანჩხუთში, სოფელ მამათში მცხოვრები ლალი კვანჭიანის თოვლის ბაბუა, რომელსაც დედისთვის სარეცხი მანქანა სურდა, გამგებელი ზაზა ურუშაძე გახლდათ; მარიამ ღვინინიძეს პლანშეტი დეპუტატმა ნინო წილოსანმა შეუძინა; თაკო დონდოლაძეს ტელევიზორი „გურია ნიუსის“ მეგობრისგან ერგო; ზურა ჩხაიძემ კი სიჩქარეებიანი ველოსიპედი ლანჩხუთის პოლიცის სამმაართველოს უფროსისგან, დავით წულაძისგან მიიღო.
ჩვენი პროექტისთვის საჩუქრები გამოაგზავნა ანა ბალამწარაშვილმა, რომელიც რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახს, ტანსაცმლით, სათამაშოებით და პროდუქტებით დაეხმარა.
ბავშვები, რომლებმაც „გურია ნიუსს“ წერილები პროექტის მიმდინარეობისას გამოუგზავნეს ტკბილეულის გარეშე არ დარჩენილან. მოდერნმა მათთვის სასაჩუქრე პაკეტების ნაკრები გამოაგზავნა.
შეგახსენებთ, რომ პროექტის წესების თანახმად, სოციალურად დაუცველ ბავშვებს, რომელთა ასაკი არ აღემატებოდა 12 წელს საშუალება ჰქონდათ ორი კვირის განმავლობაში წერილები მოეწერათ „თოვლის ბაბუისთვის“, რომელიც ჩვენს საახალწლო ყუთში მოთავსდა და სპონსორების რაოდენობის შესაბამისად, ლატარიის პრინციპით გათამაშდა.
სამწუხაროდ, იყო წერილები, რომელთა ავტორების იდენტიფიცირება იმ მიზეზით ვერ მოხერხდა, რომ მათზე არც მისამართი ეწერა და არც წერილის გამომგზავნის გვარი. შესაბამისად, ასეთი ტიპის წერილები ჩვენს ყუთში ვერ ჩავარდა. წერილები ასევე ჰქონდათ დაწერილი ბავშვებს, რომლებიც სოციალურად დაუცველები არ იყვნენ და პროექტის პირობების თანახმად, ჩვენმა თოვლის ბაბუამ ვერც მათი სურვილების ასრულება შეძლო.
ასევე, იყო წერილები, რომლებიც გაზეთში განთავსებულ სპეციალურ ტალონზე არ დაწერილა და ვერც ესეთი წერილები მოხვდა გათამაშებაში. აღსანიშანვია, რომ იყო წერილები, რომელთა „წონა“ საკმაოდ დიდი იყო და მათი ასრულება იმ მიზეზით ვერ მოხერხდა, რომ „თოვლის ბაბუას“ ხურჯინმა ისინი ვერ დაიტია.
ფოტოგალერია იხილეთ ვრცლად გურია ნიუსის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე