საქართველომ და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც, სამ წლიანი პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ეკონომიკური რეფორმების და ინვესტორების ხელშეწყობის მიზნით ფონდი 285 მილიონი დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ EURONEWS-ის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში, მერსედეს ვერა-მარტინმა განაცხადა.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდმა მიაღწია შეთანხმებას საქართველოს ხელისუფლებასთან სამ წლიანი ხელშეკრულების შესახებ, ფონდი გააგრძელებს 285 მილიონი დოლარის ღირებულების კეთილმოწყობას“,_განაცხადა მერსედეს ვერა-მარტინმა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ვაშინგტონში დაფუძნებულმა კრედიტორებმა 2014 წელს, წინა სამი წლისთვის 136 მილიონი დოლარის ღირებულების გარიგება დაამტკიცეს, მაგრამ თანხის მხოლოდ 80% გაიცა ხოლო ბოლო 2 მიმოხილვა დასრულებული არ იყო.