ირაკლი ხოფერია, ლანჩხუთი:
_ უფრო ხელოვნურად, ხელისუფლების მიერ შექმნილი აჟიოტაჟი მგონია სხვა პრობლემების გადასაფარად.
მერაბ ჩხაიძე, ლანჩხუთი:
_ აღარ ვიცი, რას დავუკავშირო, ძალიან ცუდი რამეები ხდება.
მარგო ორაგველიძე, ლანჩხუთი:
_ რა ვთქვა, არ ვიცი. იმედია, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება და ერსა და ბერში ერთიანობა შენარჩუნდება.
მარიკა წილოსანი, ლანჩხუთი:
_ არ ვიცი, არ ვარ ამ საკითხში გარკვეული.
როზა თურქაძე, ჩოხატაური:
_ არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით.
გურამ ლომთათიძე, ჩოხატაური:
_ ჩემი აზრით, არ არის ეს ამბავი სწორი, მოგონილია მგონია.
ნორა მიქაბერიძე, ჩოხატაური:
_ რაც ადამიანის თვალს არ უნახავს, იმაზე საუბარი რთულია. მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მწყინს, რაც ხდება. პატრიარქი დიდებული ადამიანია და ასე როგორ შეიძლება?!
ამირან ერისთავი, ოზურგეთი:
_ არ ვიცი, ვერ გეტყვით, თვითონ არ იციან. ეს შიდა დაპირისპირებაა და მაგას რას გავრკვევთ?! ერთმანეთის შუღლია, ალბათ, ეკლესიას “ურტყამენ”.
პაატა ჭანუყვაძე, ოზურგეთი:
_ არ ვიცი, რა გითხრათ, ვერაფერს ვფიქრობ.
ლელა სანიკიძე, ოზურგეთი:
_ ჩემი აზრით, ამას განაპირობებს რწმენის უკმარისობა. როცა ამდენი მითქმა-მოთქმა იწყება, ჩვეულებრივმა ქრისტიანმა არ უნდა განიკითხოს მოძღვარი და არც ასე საჯაროდ უნდა ხდებოდეს ამ ყველაფრის აფიშირება, ეს არასწორია, საპატრიარქო თვითონ მოუვლის შიდა დაპირისპირებას.
კოტე სარიშვილი, ოზურგეთი:
_ ეკლესიაა ჩვენი დასაყრდენი. ჯერ უნდა გაირკვეს ყველაფერი. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. მანამდე აზრის დაფიქსირება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.