ევროსასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ევროსასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე დროებით შეაჩერა იმისათვის, რომ საქმის არსში გაერკვეს.
„ვითხოვთ საკონსტიტუციო სასამართლოსგან პრაქტიკულად უკვე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების გამოტანას,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამიამ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას “სამარცხვინო” უწოდა.