“თუ რეალურად ვამბობთ, რომ მედიის თავისუფლება, მედია პულარიზმი გვადარდებს ვიმოქმედოთ” – განაცხადა რუსთავი2-ის ეთერში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.
მისივე თქმით თუ ეს ასეა, ამის დასტურად “რუსთავი 2”-ის გამოსყიდვა უნდა მოხდეს:
_ არსებობს პრეზიდენტის ფონდი, არსებობს მთავრობის სარეზერვო ფონდი.
თქვენ ამბობთ, რომ “რუსთავი 2’_ში 1000-მდე ადამიანი მუშაობს და თუკი ჩვენ რეალურად ვამბობთ, რომ გვადარდებს მედიის თავისუფლება ვიმოქმედოთ და გამოვისყიდოთ ეს ტელევიზია, _ განაცხადა კურიერში ჩართვისას აბაშიშვილმა, რომლის თქმით, პრეზიდენტს ეს ყველაფერი ადარდებს, რისი დასტურიც მარგველაშვილის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებაცაა.