საპარლამეტო უმრავლესობის ლიდერს არჩილ თალაკვაძეს, შაბათს, ოზურგეთში მცირე ბიზნესის განვითარებაზე და “აწარმოე საქართველოს” პროგრამებზე საჯარო შეხვედრა ჰქონდა.
დარბაზში მოქალაქე ადგა და სიტყვა ითხოვა _ შარშან გრანტი მივიღე და სოიოს ბიზნესი დავიწყეო…
ჩაყო ხელი ჩანთაში და ამოიღო სოიოს ყველი ვაკუუმპაკეტში და დაბრენდილი _ ყველს ვაწარმოებო; ჩაყო ხელი კიდევ ჩანთაში და ამოიღო დაბრენდილი რძე _ რძეს ვაწარმოებო; ისევ ჩაყო და ამოიღო კატლეტები…
მეორე გურული იძახის დარბაზიდან: _ შეხედეთ, სოიოს რას უშობა და ძროხა რომ მისცე, რას უზამსო.