5 მარტს, ჭიათურაში, ქალაქ ოზურგეთის სარაგბო კლუბმა “არწივებმა“ მორიგი კალენდარული მატჩი გამართა ადგილობრივი გუნდის წინააღმდეგ. როგორც “არწივების“ ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე “გურია ნიუსთან“ აღნიშნავს, ჭიათურის გუნდი ერთ-ერთი კონკურენტი იყო პირველ ლიგაში გადასასვლელად. მისივე თქმით „არწივებმა“ მატჩი ბრწყინვალედ ჩაატარეს და მოიპოვეს გამარჯვება პრემიალური ანგარიშით 8:28 და სათავეში მოექცნენ მეორე ლიგის გათამაშებას.
_ უკლებლივ ყველა მორაგბემ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, მორიგი ტურის მატჩს „არწივები“ ჩაატარებს 18 მარტს წყალტუბოში ადგილობრივი გუნდის წინააღმდეგ”,_ამბობს კალანდაძე.,