ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი, 8 მარტს, 14 საათზე ხელოვნების სასახლეში გაზაფხულის დღესასწაულს აწყობს.
ღონისძიება ქალბატონებს ეძღვნება და მასში მონაწილეობას ადგილობრივი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მიიღებენ.
დღესასწაულზე დასწრება თავისუფალია.