კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასპირინი ყელის ტკილის განკურნების საუკეთესო საშუალებაა. თუ ყელში გამოივლებთ ჭიქა წყალს, რომელშიც გაზავებულია 2 ტაბლეტი ასპირინი, 2 საათში ტკივილი მკვეთრად შემცირდება და ეს ეფექტი 6 საათის განმავლობაში გაგრძელდება. ვაიკატოს უნივესიტეტის კვლევების მიხედვით, კი ანგინის დროს ასევე ეფექტურია მენთოლის შესუნთქვა. მენთოლით გამოწვეული სიცივის შეგრძნება იწვევს ადგილობრივი ანესთეზიის ეფექტს. მენთოლი ასევე ათავისუფლებს გაჭედილ ცხვირს. ამავე უნივერსიტეტის მეცნიერთა განცხადებით თაფლი ინფექციას ყელში ეფექტურად ებრძვის. ეს პროდუქტი შეიცავს წყალბადის ზეჟანგს, რომელსაც ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია.მერილენდის უნივერსიტეტის კვლევებმა კი აჩვენა, რომ ძილის წინ მიცემული თაფლი ბავშვებში ამცირებს ღამის ხველების შეტევებს. საუკეთესო სამკურნალო მეთოდიკების სიაში ასევე მოხვდა არატრადიციული მეთოდი – აკუპუნქტურა ყურზე.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved