ბათუმში აქციის მონაწილეები შს მინისტრს სამ საკითხს უყენებენ, მათ შორისაა ხელშეუხებლობის გარანტიები, ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმში მყოფმა ირაკლი ჩხვირკიამ განუცხადა.
,,მესმოდა ტელევიზიებიდან საუბარი რომ არის სუსის დაორგანიზებული, ამ ხალხს აბრალებენ ათას სისულელეს, ეს ხალხი შეურაცხყოფილია იმით, რაც მიაყენა პოლიციის სამმართველოს უფროსმა აჭარელ ხალხს.
ამ ადამიანებში არ არის არცერთი წამით სეპარატიზმი. შეეჯიბრეთ აჭარელ ხალხს ქართველობაში. ამ ადამიანებს აქვთ სამი მოთხოვნა:
გადადგეს ეს პოლიციის უფროსი, რომელმაც მიაყენა შეურაცხყოფა აჭარელ ხალხს და მთელ საქართველოს.
მოიხადოს აუციებლად ბოდიში ამ პიროვნებამ სატელევიზიო ეთერით და მესამე ჩვენ ვიცით, რომ შს მინსიტრი აქ იმყოფება და ჩვენ ვითხოვთ მასთან შეხვედრას და სიტყვიერ გარანტიას, რომ ამ
აქციაში მონაწილე ხალხს ხვალ და ზეგ პოლიცია დევნას არ დაუწყებს, ნარკოტიკების ჩადებას და ა.შ.
ჩვენ ვაძლევთ საათნახევარს, ვაცლით თათბირის დასრულებას და საათნახევრის შემდეგ, პირობას გაძლევთ, რომ არ იქნება ამ დროის განმავლობაში ქვების სროლა და
ვიდგებით მშვიდობიანად, ისე როგორც აჭარელ ხალხს ეკადრება“ – განაცხადა ჩხვირკიამ.
წყარო: www.newposts.ge