შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, წუხელ მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებული პირებიდან ნაწილი ხელწერილის დადების შემდეგ გათავისუფლდა, ნაწილს კი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისტრმა მიიღო.
გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, სამართალდამცველების მიერ დაკავებული 40 პირიდან სასამართლომ 7 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო დანარჩენები ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ.