შვიდ წლიანი პატიმრობის შემდეგ ბრაზილიელი მეკარე ბრუნო ფერნანდეს დე სოუზა თამაშს დაუბრუნდა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც ცნობილია, BOA ESPORTE-სა და ბრუნო ფერნანდეს დე სოუზას შორის 2 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, მაგრამ გულშემატკივრები და გუნდის სპონსორები ამ ნაბიჯს გმობენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, საფეხბურთო გუნდი უკან დახევას არ აპირებს.
„ბრუნო, როგორც პროფესიონალი მეკარე ახალ შანსს იმსახუროებსდა ჩვენს გუნდს არ აქვს არანაირი კავშირი მის პირად ქმედებებთან და წარსულში ჩადენილ დანაშაულთან“,_აცხადებენ საფეხბურთო გუნდში.
როგორც ცნობილია, ბრუნო ფერნანდეს დე სოუზა 2010 წელს, მეგობარი გოგონას მკვლელობაში და მისი ხორცით ძაღლების გამოკვებაში დამნაშავედ სცნეს.