FBI-ის დირექტორი, ჯეიმს ქამი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრალდებას მოსმენასთან დაკავშირებით, საჯაროდ უარყოფს. აღნიშნულ ინფორმაციას INDEPENDENT ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ტრამპმა „ტვიტერზე“ დაპოსტა იმის შესახებ, რომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ბარაქ ობამას ბრძანებით, საარჩევნო კამპანიის დროს მას უსმენდნენ.
გავრცელებული ცნობით, ბრალდებამ დაპირისპირება გამოიწვია და კომიტეტმა პრეზიდენტის თხოვნით გამოძიება დაიწყო, თუმცა მტკიცებულებები ამ დრომდე ნაპოვნი არ არის.