სამტრედიაში ტოტალიზატორ “კრისტალბეთში” წარსულში მრავალგზის ნასამართლევმა პირმა სამართალდამცველი სცემა. ფიზიკური ინციდენტი დაცვის პოლიციელზე და სამტრედიის მკვიდრს შორის რამდენიმე დღის წინ მოხდა.
იმერეთის ახალი ამბების სააგენტოს topnews.com.ge-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ სამართალდამცველს რამდენიმე პირი გამეტებით სცემდა.
topnews.com.ge მომხადრზე შსს-ს დაუკაშირდა. უწყების პრესასამხურში აღნიშნეს, რომ პირი, რომელიც დაცვის პოლიციას დაუპირისპირდა, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია, მომხდარზე კი გამოძიება 353-ე მუხლით პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების საქმის ფიგურანტი პირი უკვე დაკავებულია.
წყარო:topnews.com.ge-