EURONEWS-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ფრანსუა ფილონის და მისი მეუღლის, პენელოპე ფილონის ირგვლივ გამოძიება მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, პენელოპე ფილონს საჯარო თანხების მითვისების თანამონაწილეობაში ადანაშაულებენ.
გავრცელებული ცნობით, ფრანსუა ფილონმა მისი ცოლი თავის ასისტენტად დანიშნა სამსახურში, რის გამოც ანაზღაურება 500 000 ევრო უნდა ჰქონიდა, მაგრამ ძალიან ცოტა მტკიცებულება არსებობს იმისი, რომ ის რაიმე ტიპის სამუშაოს ასრულებდა.
გარდა ამისა,ფრანსუა ფილონმა სენატორას ყოფნის დროს, შვილებს, მარის და ჩარლის, როგორც იურისტებს კონკრეტული დავალებები მისცა, მაგრამ იმ დროს არცერთი მათგანი კვალიფიცირებული იურისტი არ იყო.
როგორც ცნობილია, ასევე არსებობს კითხვები პენელოპე ფილონის ლიტერატურული ჟურნალში საქმიანობის შესახებაც.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალი მის მილიარდერ მეგობრებს ეკუთვნოდა, მაგრამ პენელოპე ფილონმა ან ძალიან ცოტა იმუშავა ან საერთოდ არაფერი გაუკეთებია.
მაუწყებლის ინფორმაციით, ფილონები ბრალდებას უარყოფენ.