საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0040 ლარით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.4472 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.4432 ლარი ღირდა.
0.0108 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 2.6408 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.6516 ლარი იყო.