კარპატებში 25 ათასი ბოთლი შამპანურის ბოთლისაგან უჩვეულო სახლი აშენდა. ლვოვის რაიონის სოფელ ბობერკის მცხოვრები ვლადიმერ ბიჟიკი 5 წლის მანძილზე აშენებდა ამ სახლს. მინის ტარას ის ყიდულობდა ან აგროვებდა სხვადასხვა ადგილებში.
სოფლის „არქიტექტორის“ სიტყვით, მშენებლობა მას დაუჯდა გაცილებით იაფი, ვიდრე აგურით რომ აეშენებინა სახლი. ბიჟიკი მეტისმეტად აქებს თავის ორიგინალურ საშენ მასალას:
„ზამთარში სახლში თბილა, ზაფხულში – გრილა“. ამასთანავე, მინის „ხატა“ მარადიულია! ბიჟიკი დარწმუნებულია, რომ ამ სახლში მისი შვილთაშვილები იცხოვრებენ.