დღეს, ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის, მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved