ქიმიური ნარჩენების მართვის კომპანიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურიდან 2 ერთეული თხევადი ქლორის ლითონის ბალონი გაიტანა.
ე.წ. ქლორის ბალონები ლიხაურის ტერიტორიაზე 20 წელზე მეტია არსებობს.
ლითონიდან სითხის გაჟონვის შემთხვევაში, ის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.
ქიმიური რეაგირების ჯგუფმა ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ქლორიანი ბალონები, შემდგომი განეიტრალების მიზნით, უსაფრთხო ადგილზე გადაიტანა.
გურიის გუბერნატორის გია სალუქვაძის თქმით, ამ სამუშაოში “გურია ნიუსის” წვლილიცაა, რადგან ამ თემებზე ჩვენმა გამოცემამ არაერთი სტატია და სიუჟეტი მოამზადა:
_ დავალება მიცემულია და რეგიონის მთელ ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდება, მათ შორის პესტიციდებისგან, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გია სალუქვაძემ.