THE IDENTEPEND-ის ინფორმაციით, სანკტ პეტერბურგის მეტროში მომხდარ აფეთქებას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა.
პუტინის განცხადებით, აფეთქება შესაძლოა, ტერორისტული აქტი იყოს.
„აფეთქების გამომწვევ მიზეზებზე ჯერ საუბარი ძალიან ნაადრევია. გამოძიების შედეგად გახდება ცნობილი, რა მოხდა მეტროში, მაგრამ, ჩვენ, განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს, უპირველეს ყოვლისა კი, ტერორისტული ხასიათის თავდასხმას“,_განაცხადა პუტინმა.
მაუწყებლის ცნობით, მან აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის თქმით, მატარებელში, რომელიც 2 სადგურს შორის მგზავრობდა, დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.
გავრცელებული ცნობით, აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი9 დაშავდა.
ამავე თემაზე: