1957 წლის 16 იანვარს ლივერპულში კლუბი “Covern” გაიხსნა. სწორედ ამ კლუბში შედგა ლეგენდარული ჯგუფის “ბითლზის” დებიუტი. ჯგუფმა ამერიკაშიც პირველი კონცერტი სწორედ ამ დღეს გამართა. ასე რომ 16 იანვარი “ბითლომანებისთვის” ზეიმის დღეა. ამიტომ “იუნესკომ” 2001 წელს ეს დღე “ბითლზის” საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
1960 წელს ჩამოყალიბებული პოპ და როკ-ენ-როლ ჯგუფი “ბითლზი” ლევერპულიდან, დღემდე ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ჯგუფს ოთხი წევრი ჰყავდა: ჯონ ლენონი (რითმული გიტარა, ვოკალი), პოლ მაკარტნი (ბას-გიტარა, ვოკალი), ჯორჯ ჰარისონი (წამყვანი გიტარა, ვოკალი) და რინგო სტარი (დასარტყმელი ინსტრუმენტები, ვოკალი).
ჯგუფი “ბითლზი” 1960-იანი წლების კულტურული და სოციალური რევოლუციების საფუძვლად იქცა.
1962 წელს გამოვიდა “ბითლზის” პირველი ალბომი „Love Me Do”. შემდეგ წელს მათ უკვე საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს და 1966 წლამდე, ალბომების ჩაწერასთან ერთად, აქტიურად მართავდნენ კონცერტებს. მათ საოცარ პოპულარობას “ბიტლომანია”, ხოლო ფანებს კი “ბითლომანები” ეწოდათ.
1970 წელს ჯგუფი ოფიციალურად დაიშალა. 1980 წელს ჯონ ლენონი მოკლეს. 2001 წელს ჯორჯ ჰარისონი გარდაიცვალა. რაც შეეხება პოლ მაკარტნისა და რინგო სტარს, ისინი მუსიკალურ კარიერას დღემდე აგრძელებენ.