ოზურგეთელმა ახალგაზრდა რეჟისორმა გიორგი მენაბდემ დაასრულა მუშაობა ფილმზე, რომელიც ნოდარ დუმბაძის მოთხრობის _ „სისხლის“ მიხედვით გადაიღო.
ფილმის გადაღება ოზურგეთის სოფლებში (დვაბზუ _ რადიანების მუზეუმი, ცხემლისხიდი _ სალუქვაძის მუზეუმი, უჩხუბი, გომის მთა, ზეგანი) მიმდინარეობდა და მასში ოზურგეთელი მსახიობები: ჯემალ კეჭაყმაძე, ნინო ჯუღელი, გენადი ნიკოლაიშვილი, ლუკა მათითაიშვილი, მონაწილეობენ.
როგორც ფილმის რეჟისორი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ფილმის პრემიერა, სავარაუდოდ, ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეს ,ჩოხატაურში შედგება.
„ნოდარ დუმბაძის ქალიშვილთან ქეთევან დუმბაძესთან მაქვს მოლაპარაკებები და ზუსტი თარიღი, როდის შედგება პრემიერა რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი. გვინდა რომ ფილმის ჩვენება 14 ივლისს შედგეს“, _ გვითხრა გიორგი მენაბდემ.