სანკტ პეტერბურგის მეტროსადგური „სენნაია პლოშჩადი“ ანონიმური ზარის შედეგად დაიკეტა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მეტრო სადგური მას შემდეგ დაიკეტა, რაც უცნობმა პიროვნებამ ტელეფონზე დარეკა და შესაძლო თავდასხმის შესახებ განაცხადა.
როგორც ცნობილია, გუშინ ერთ-ერთ მეტროსადგურში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50 დაშავდა.
გავრცელებული ცნოიბით, გუშინ სამართალდამცევბმა კიდევ ერთ მეტროსადგურში ბომბი აღმოაჩინეს.